
ავტორი
Front News საქართველო
21 დეკემბერს ვნახავთ, რეალურად რისი რესურსი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ბიძის თემურ ალასანიას ჩამოსვლა შესაძლოა ნიშნავდეს, რომ “მძიმე სცენარზე ფიქრობდნენ, მაგრამ ამის რესურსი არ აქვთ“.
“რეალურად, 21 დეკებრის აქცია იქნება “ნაციონალური მოძრაობის” დასუსტების რეალური მამხილებელი. ჩვენ ვნახავთ, რეალურად 21 დეკემბერს, რისი რესურსი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, ისინი არიან რეალურად დასუსტებული და ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. მთავარია, ჩვენ ხელის შევუწყოთ ამ პროცესს. ეს ჩვენ არ გვჭირდება, ეს ჭირდება ქვეყანას, ეს ჭირდება ჩვენი ქვეყნის სიმშვიდეს და სტაბილურიბას.
რეალურად, შიდა დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება და ესეც არის დაპირისპირების ერთი შეამდეგენელი ნაწილი. რაც შეეხება ალასანიას ჩამოსვლას, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ისინი შეიძლება ფიქრობდნენ საკმაოდ მძიმე სცენარებზე, მაგრამ ამის რეალური რესუსრსი მათ არ აქვთ”, – განაცხადა კობახიძემ “იმედის” ეთერში.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს