Logo

ირაკლი კობახიძე - 26 მაისის აღნიშვნა მთლიანად წარიმართება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700-წლოვანი იუბილეს აღნიშვნის ეგიდით

პოლიტიკა
70
Frontnews image description

ძალიან მრავალფეროვანი სპექტრია ღონისძიებების, რომელიც გაიმართება იუბილეს აღსანიშნად, მათ შორის, 26 მაისის აღნიშვნაც მთლიანად წარიმართება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700-წლოვანი იუბილეს აღნიშვნის ეგიდით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ღონისძიებები დაგეგმილია როგორც ქვეყნის შიგნით, ისევე საზღვარგარეთ, მათ შორის, საელჩოებში.

"არის ძალიან ფართო სპექტრი ღონისძიებებისა, მათ შორის, სამეცნიერო კონფერენციები, ექსპედიციები და ა.შ. ჩართული იქნება მოსახლეობის ყველა ფენა, ყველა თაობის წარმომადგენლები იქნებიან ამ ყველაფერში ჩართულები. რა თქმა უნდა, კომისიის სხდომაზე უკვე შევჯერდით, პრაქტიკულად, საბოლოო გეგმაზე და ამ დეტალურ გეგმას წარვუდგენთ საზოგადოებას.

კონკრეტული ღონისძიებებია დაგეგმილი საზღვარგარეთ, მათ შორის, ჩვენს საელჩოებში, ემიგრაციაც იქნება აქტიურად ჩართული ამ ყველაფერში, ამისათვის დაგეგმილია სასულიერო პირების ვიზიტებიც საზღვარგარეთ. ძალიან ფართო სპექტრი იქნება ღონისძიებების როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ”, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები