ირაკლი კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული, 26 მაისი უნდა იყოს ეროვნული კონსოლიდაციის დღე

ავტორი
Front News საქართველო
26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული, მათ იმის რესურსიც კი არ აქვთ, რაც 4 ოქტომბერს ჰქონდათ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, 26 მაისი უნდა იყოს ეროვნული კონსოლიდაციის დღე.
"26 მაისს რაც შეეხება და ოპოზიციის ინიციატივებს, იმის რესურსიც კი არ აქვთ, რაც 4 ოქტომბერს ჰქონდათ, შესაბამისად, მათი ნებისმიერი მცდელობა არის სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული და ამას დაინახავს საზოგადოება. 26 მაისი უნდა იყოს ეროვნული კონსოლიდაციის დღე“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




