Logo

ირაკლი კობახიძე - 27 ელჩი მივიდა დემარშით იუსტიციის მინისტრთან, ეს იქნებოდა ანეკდოტი, იუმორი, რომ არა სინამდვილე

პოლიტიკა
350
Frontnews image description

მე მახსოვს არა 17, არამედ 27 ელჩის დემარში იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილს სჭირდა დემენცია და კვდებოდა ციხეში, ამის შემდეგ ვნახეთ, მოხდა სასწაული, პირველი პაციენტია დემენციით დაავადებული, რომელიც განიკურნა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

მან 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ მსგავს განცხადებებს ფასი აღარ აქვს.

"27 ელჩი მივიდა დემარშით იუსტიციის მინისტრთან. ეს იქნებოდა ანეკდოტი, იუმორი, რომ არა სინამდვილე. რეალურად 27 ელჩი მივიდა იუსტიციის მინისტრთან და მოითხოვა სააკაშვილის გათავისუფლება ამ კონკრეტული საბაბით. 17-ს კიდევ არაუშავს 27-დან შედარებით. ეს არის კონტექსტი. ფასი აღარ აქვს უკვე არაფერს. 17 კი არა, 27 ქვეყნის წარმომადგენელი რაღაცას რომ ამბობს, შეიძლება, ეს იყოს სრული ტყუილი, თან შეგნებული ტყუილი. ყველამ იცოდა, რომ არაფერი ხდებოდა, მაგრამ რეალურად 27 ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლის - ელჩის დემარში ვიხილეთ ჩვენ საქართველოში სააკაშვილთან დაკავშირებით. შესაბამისად, ასეთი მარტივი ტყუილები და სპეკულაციები აღარავის უკვირს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები