ირაკლი კობახიძე - 4 ოქტომბერს იყო დაანონსებული დამხობის მცდელობა, რაც ჩავარდა, დანაშაული დარჩა დანაშაულად

ავტორი
Front News საქართველო
ყველა დამნაშავე უნდა იყოს იდენტიფიცირებული, ზუსტად ამას უკავშირდებოდა სუსში გამართული გუშინდელი ბრიფინგი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაჩო ახალაიას დაკავებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, დეტალებს გამოძიება დაადგენს.
"დაველოდოთ გამოძიებას. 4 ოქტომბერს რაც მოხდა, ყველამ ძალიან კარგად იცის. იყო დაანონსებული დამხობის მცდელობა. ეს მცდელობა ჩავარდა, დანაშაული დარჩა დანაშაულად. ყველა დამნაშავე უნდა იყოს იდენტიფიცირებული. ზუსტად ამას უკავშირდებოდა სუსში გამართული გუშინდელი ბრიფინგი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




