ირაკლი კობახიძე - 4 ოქტომბრის მოვლენებზე მორალური პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათ, ვინც აქციაზე იყო მისული

ავტორი
Front News საქართველო
4 ოქტომბრის მოვლენებზე პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვინც ჩართული იყო დამხობის დაანონსებაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება მათ, ვინც აქციაზე იყო მისული, სამართლებრივი პასუხისმგებლობა კი გავრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც ძალადობაში იყვნენ ჩართული.
"პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვინც ჩართული იყო დამხობის დაანონსებაში, მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება ვინც მივიდა იმ აქციაზე. ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რომ მიდიოდა დამხობის აქციაზე და ახლა გაურბიან ამ პასუხისმგებლობას. მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება უკლებლივ ყველა იმ ადამიანს, 5-7 ათასი ადამიანი იყო იქ შეკრებილი, რადგან ამ ადამიანებს სურდათ ქვეყანაში მშვიდობის დარღვევა, რაც არ გამოუვიდათ. მორალური პასუხისმგებლობა ასეთია, რაც შეეხება სამართლებრივ პასუხისმგებლობას, სამართლებრივი პასუხისმგებლობა გავრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც ძალადობაში იყვნენ ჩართული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


