
ავტორი
Front News საქართველო
450 დღის განმავლობაში გვიმტკიცებენ, რომ ამ ადამიანის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება. ქრონოლოგიურად იყო ნაჩვენები ერთი – მისი მდგომარეობა და მეორე, ნაჩვენები იყო სიმულაცია. ეს ადამიანი მუდმივად არის სიმულაციის რეჟიმში- ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.
“450 დღის განმავლობაში გვიმტკიცებენ, რომ ამ ადამიანის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება. ქრონოლოგიურად იყო ნაჩვენები ერთი – მისი მდგომარეობა და მეორე – ნაჩვენები იყო სიმულაცია, ეს ადამიანი მუდმივად არის სიმულაციის რეჟიმში.
ზოგადად სხვა სფეროებში სიმულაცია დასჯადია, არ ვიცი პენიტენციურ დაწესებულებებში როგორ არის, მაგრამ ელემენტარულად, ფეხბურთში სიმულაციას რომ ახორციელებს ფეხბურთელი, ყვითელ ბარათს აჩვენებენ და მეორეზე უკვე წითელ ბარათს აჩვენებენ.
ეს კაცი, 450 დღე არის ამ სიმულაციის რეჟიმში და მთელი საქართველო არის ამ სიმულაციის მსხვერპლი. მის მიმართ არის სათანადო კი არა, პრივილეგირებული მოპყრობა – 2-ოთახიან პალატაში ვის დაესიზმრებოდა… აღარ ვამბობ, 2012 წლამდე რაც იყო, რა მდგომარეობაში იყვნენ 4-კაციან საკნებში 20 კაცი ჰყავდათ, როგორ მდგომარეობაში, ამის კადრები აქვს საზოგადოებას ნანახი”, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს