Logo

ირაკლი კობახიძე – 5 დღეში გავანეიტრალეთ მომიტინგეების ძალადობის რესურსი, სამინისტროს რეაგირების რესურსი რევოლუციის მცდელობებზე არის ამოუწურავი

პოლიტიკა
965
Frontnews image description

როგორც კი ჩვენ მოვშალეთ ძალადობის კერა, როგორც კი შევედით პარტიულ ოფისებში, მაშინვე შეწყდა ძალადობა დედაქალაქის ქუჩებში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ 5 დღეში გაანეიტრალა მომიტინგეების ძალადობის რესურსი, ხოლო რაც შეეხება სამინისტროს რეაგირების რესურსს რევოლუციის მცდელობებზე, ეს რესურსი არის ამოუწურავი.

“როდესაც არ იყო ძალადობა, არ იყო არც შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაქცია. ჩვენ 5 დღეში გავანეიტრალეთ მომიტინგეების ძალადობის რესურსი. რაც შეეხება შსს-ს რესურსს, სამინისტროს რეაგირების რესურსი რევოლუციის მცდელობებზე არის ამოუწურავი, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო. შსს-ს რეაგირების რესურსი არის სრულიად ამოუწურავი. ჩვენ შარშანდელი წლის შემდეგ სერიოზულად გავაძლიერეთ მათ შორის ამ მიმართულებით შსს-ს რესურსები და ვერავინ, ვერავითარი შანტაჟით, ვერავითარი პროვოკაციებით ვერავინ შეძლებს ჩვენი სახელმწიფოს სიმტკიცის შერყევას”, – განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები