
ავტორი
Front News საქართველო
მარტივად არის საქმე – მიხეილ სააკაშვილს აქვს შეფარდებული სასჯელი, რომელიც საჭიროებს მოხდას, ეს აუცილებელია სამართლიანობისთვის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
“ხომ არ არსებობს მშვიდობა სამართლიანობის გარეშე? თუ სამართლიანობა არ იზეიმებს, ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია, არ იქნება მშვიდობა“, – აღნიშნა კობახიძემ.
მისივე თქმით, სააკაშვილი იჯდება ციხეში იმ ვადით, რა ვადაც მას შეეფარდება.
“6 წელი აქვს უკვე შეფარდებული. შეიძლება ეს იყოს უფრო ხანგრძლივი ვადა. სამართალი და კანონი უნდა აღსრულდეს მის მიმართ“, – განაცხადა კობახიძემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს