
ავტორი
Front News საქართველო
პარტნიორებმა იციან, რომ პატიმარი მიხეილ სააკაშვილი არის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ და ყველა პირობაა შექმნილი სამედიცინო მომსახურებისთვის. დანარჩენი პოლიტიკური სპეკულაციებია, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
“ხუთშაბათი ყველამ იცის, რომ პასიური დღეა ასამბლეაზე და 600-კაციან ასამბლეაზე 56 ხმით შეაპარეს ცვლილება, სადაც საუბარია მიხეილ სააკაშვილზე. ეს არის ზოგადად სამწუხარო მოვლენა, თუმცა ჩვენ არაფერი გვიკვირს მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა 300-ზე მეტი ხმით მიიღო სრულიად უსამართლო რეზოლუცია რამდენიმე თვის წინ.
არაფერი განსაკუთრებული. რეზოლუციაშია უსამართლო ჩანაწერი. მთავარია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა იციან ყველაფერი ამ საქმის შესახებ. პარტნიორებმა იციან, რომ პატიმარი მიხეილ სააკაშვილი არის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ და ყველა პირობაა შექმნილი სამედიცინო მომსახურებისთვის. დანარჩენი პოლიტიკური სპეკულაციებია“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს