Logo

ირაკლი კობახიძე - 64 მერი, 64 საკრებულო, თბილისში პირველი ტური და მინიმუმ 50-დან 38 საკრებულოს წევრი, ეს არის ჩვენი მკაფიო ამოცანა

პოლიტიკა
44
Frontnews image description

64 მერი, 64 საკრებულო, თბილისში პირველი ტური და მინიმუმ 50-დან 38 საკრებულოს წევრი - ეს არის ჩვენი მკაფიო ამოცანა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბახმაროში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას შეუძლია შექმნას ფრაქციები საკრებულოებში.

"ვფიქრობ, არაერთ მუნიციპალიტეტში ოპოზიციას შეუძლია, შექმნას ფრაქციები საკრებულოებში. ეს არის მათი შანსი. დანარჩენი რაც შეეხება ჩვენს ამოცანას - 64 64-ზე - 64 მერი, 64 საკრებულო, თბილისში პირველი ტური და მინიმუმ 50-დან 38 საკრებულოს წევრი. ეს არის ჩვენი მკაფიო ამოცანა. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მიმართულებით 100%-ით შევასრულებთ ამ ამოცანას“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement