ირაკლი კობახიძე - 9.3% საშუალო ეკონომიკური ზრდა 5 წლის მანძილზე არ ჰქონია არცერთ სხვა ევროპულ ქვეყანას

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ გვაქვს სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, სათანადო კანონმდებლობა, დაბალი გადასახადები და გასული 5 წლის განმავლობაში საქართველოს ჰქონდა ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი შეფასებით, საქართველოს აქვს ჩამოყალიბებული სათანადო გარემო ეკონომიკური აქტივობებისთვის.
"9.3% საშუალო ეკონომიკური ზრდა 5 წლის მანძილზე არ ჰქონია არცერთ სხვა ევროპულ ქვეყანას. ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ საქართველო ინარჩუნებს მაღალ პოზიციებს ასეთ რეიტინგებში“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




