
ავტორი
Front News საქართველო
აბსოლუტურად მართებულია უეფას განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გამარჯვება წლების განმავლობაში შეიქმნა და რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის სათავეში იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, უეფას მხრიდან ფედერაციის განსაკუთრებული წვლილის დაფასება არის აბსოლუტურად ლოგიკური.
“პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს გამარჯვება არის ნაკრების ბიჭების დამსახურება, ნაკრების წევრების, ფეხბურთელების. სწორედ მათ მოიგეს პრინციპული თამაში 26 მარტს. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მართებულია უეფას განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გამარჯვება წლების განმავლობაში შეიქმნა და რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის სათავეში იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. სწორედ ამის გათვალისწინებით, როდესაც ჩვენ, მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება ნაკრების ღირსების ორდენით დაჯილდოების თაობაზე, რა თქმა უნდა, ღირსების ორდენის კანდიდატებს შორის ჩვენ წარვადგინეთ ფედერაციის ხელმძღვანელობაც, პირადად ლევან კობიაშვილი, ფედერაციის პრეზიდენტი, მისი კოლეგები; გენერალური მდივანი, დათო მუჯირი, პირველი ვიცე პრეზიდენტი, ვიცე პრეზიდენტები. ამ წლების განმავლობაში აკეთებდნენ ყველაფერს იმისათვის, რომ შექმნილიყო განსაკუთრებული ისტორიული გამარჯვება, რასაც ჩვენ 26 მარტს მივაღწიეთ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ფედერაციას სჭირდება დაფასება და უეფას მხრიდან ფედერაციის განსაკუთრებული წვლილის დაფასება არის აბსოლუტურად ლოგიკური“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს