ირაკლი კობახიძე - აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტზე ხაზს გავუსვამთ მდგრადი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შესწავლას

ავტორი
Front News საქართველო
აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტზე ხაზს გავუსვამთ მდგრადი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შესწავლას და საქართველოს, როგორც სუფთა ენერგიის, ტრანზიტისა და ინოვაციების რეგიონული ცენტრის პოტენციალს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.
“ვმონაწილეობ აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულში, რომელიც გლობალური ფორუმია მდგრადი განვითარების, სუფთა ენერგიისა და ინოვაციების სფეროში.
ღონისძიებაზე ხაზს გავუსვამთ მდგრადი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შესწავლას და საქართველოს, როგორც სუფთა ენერგიის, ტრანზიტისა და ინოვაციების რეგიონული ცენტრის პოტენციალს”, - წერს კობახიძე.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




