Logo

ირაკლი კობახიძე - ადრე თუ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას ასწრებდა ფულის მასის ზრდა, ახლა პირიქით არის

პოლიტიკა
87
Frontnews image description

ადრე თუ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას ასწრებდა ფულის მასის ზრდა, ახლა პირიქით არის, ფულის მასა ბევრად ნაკლებად იზრდება, ვიდრე ეკონომიკა, რადგან 30,4 მილიარდიდან გაიზარდა 57,7 მილიარდამდე 2020 წლიდან ფულის მასა, მაშინ, როდესაც 50 მილიარდიდან 104 მილიარდამდე არის გაზრდილი მთლიანი შიდა პროდუქტი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში სამომხმარებლო ფასები ჯამურად, გაიზარდა 6,4 პროცენტით.

"თავის დროზე რა ხდებოდა ეროვნულ ბანკში, ამაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ. გახსოვთ, იყო პერიოდი, როდესაც ბატონი ქადაგიძე იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ბევრი კითხვის ნიშანი იყო მასთან დაკავშირებით. მე მაინც აქცენტს გავაკეთებდი ბოლო წლების მაჩვენებელზე, რადგან ჯამურად ჩვენ რომ ავიღოთ 2014-2025 წლები, იქ დისპროპორცია, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდასთან შეინიშნება, მაგრამ წამოვიდეთ აქეთ, როდესაც ბატონი ქადაგიძეც აღარ იყო და რაღაცები მოწესრიგდა. ბოლო წლები რომ ავიღოთ, 2020 წლიდან დღემდე, ამ პერიოდის განმავლობაში საპირისპირო დისპროპორცია იყო ფულის მასის ზრდის კუთხით, რადგან ფულის მასა იყო 30,4 მილიარდი 2020 წელს და ახლა არის 57,7 მილიარდი, როდესაც ამ პერიოდში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი გაორმაგდა. 2014-2025 რომ ავიღოთ, კი ბატონო, საპირისპირო დისპროპორცია იყო. გვახსოვს, რომ კურსის ცვლილებაზეც აისახა ეს ყველაფერი და ბევრი კითხვა იყო ბატონ ქადაგიძესთან დაკავშირებით, საბოტაჟზე ეჭვები და ა.შ. მაგრამ მას შემდეგ განსხვავებული ვითარებაა. რომ ავიღოთ 2020 წლიდან პერიოდი და არა 2014 წლიდან პერიოდი, აქ საპირისპირო დისპროპორცია გვაქვს ჩვენ. ადრე თუ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას ასწრებდა ფულის მასის ზრდა, ახლა პირიქით არის, ფულის მასა ბევრად ნაკლებად იზრდება, ვიდრე ეკონომიკა. რადგან 30,4 მილიარდიდან გაიზარდა 57,7 მილიარდამდე 2020 წლიდან ფულის მასა, მაშინ, როდესაც 50 მილიარდიდან 104 მილიარდამდე არის გაზრდილი მთლიანი შიდა პროდუქტი.

ფულის მასა დაკავშირებულია ნომინალურ მშპ-სთან. რაც შეეხება ინფლაციას, ბოლო სამი წლის მონაცემები მაქვს. იყო მაღალი ინფლაცია 2019-2022 წლებში. რაც შეეხება ბოლო სამ წელიწადს, ამ სამი წლის განმავლობაში სამომხმარებლო ფასები, ჯამურად სამ წელიწადში გაიზარდა 6,4 პროცენტით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები