Logo

ირაკლი კობახიძე ადვოკატთა ასოციაციის ახალ თავმჯდომარეს შეხვდა

პოლიტიკა
97
Frontnews image description

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ადვოკატთა ასოციაციის ახალ თავმჯდომარეს ირაკლი ყანდაშვილს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ ირაკლი ყანდაშვილს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრს ასოციაციის სამომავლო გეგმები და საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო.

შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრო. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები