ირაკლი კობახიძე – აგენტს, საერთოდ ნული რესურსი აქვს, რომ თავისი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები მიიღოს, რასაც დაავალებენ ის უნდა გააკეთოს


ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ “იმედის” ეთერში ელენე ხოშტარიას და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ერთობლივი პროექტის “მონა. ჯი“-ს შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, „რაც თვითონ აწუხებთ იმაზე ცდილობენ, რომ სხვაგან გააკეთონ აქცენტი”.
“მთავარი მონა ვინ არის სინამდვილეში, ეს არის აგენტი, რატომ? იმიტომ რომ აგენტს საერთოდ, ნული რესურსი აქვს, რომ თავისი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები მიიღოს, რასაც დაავალებენ ის უნდა გააკეთოს“, – აღნიშნა მან.
მისი თქმით, თვითონ რაც არიან, ის აწუხებთ და ყველანაირად ცდილობენ სხვებზე გადაიტანონ ეს ეპითეტი, რაც ბუნებრივია მათ არ გამოუვათ.
“აგენტები ვახსენეთ და პრინციპში რაც თვითონ აწუხებთ იმაზე ცდილობენ, რომ სხვაგან გააკეთონ აქცენტი. მთავარი მონა ვინ არის სინამდვილეში, ეს არის აგენტი – რატომ? იმიტომ რომ აგენტს საერთოდ, ნული რესურსი აქვს რომ თავისი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები მიიღოს, რასაც დაავალებენ ის უნდა გააკეთოს. როგორი დამაზიანებელიც არ უნდა იყოს ის ქვეყნისთვის, არამარტო ქვეყნისთვის პირადად აგენტისთვისაც რომ იყოს დამაზიანებელი მაინც უნდა გააკეთოს იმიტომ, რომ ეს არის აგენტის ბედი. მთავარი მონა არის აგენტი. თვითონ რაც არიან ის აწუხებთ და მერე ცდილობენ სხვებზე გადაიტანონ ეს ეპითეტი, რაც ბუნებრივია მათ არ გამოუვათ. თქვენ გახსოვთ, სალომე ზურაბიშვილს ისინი უწოდებდნენ აგენტს, რეზიდენტს, ჯაშუშს, ყველა სიტყვა გამოიყენეს, ყველა ეპითეტით შეამკეს და დღეს აცხადებენ, რომ ის ყოფილა მთავარი პროევროპელი ლიდერი. არავითარი ფასი მათ სიტყვებს არ აქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

ირაკლი ჩიქოვანი – ის, რაც დღეს ოპოზიციურ ფლანგზე ხდება, მიანიშნებს, რომ რასაც ოპოზიცია წარმოადგენს, ის ქართველი ხალხისთვის მიუღებელია

ირაკლი კობახიძე – ხოშტარიას აქვს თავისი კომპლექსი რუსულ რუბლებთან დაკავშირებით, უნდა, რომ სხვა მიმართულება მისცეს

ირაკლი კობახიძე – პერიოდულად ჩანს, რომ ამ ადამიანს თავისი პრინციპები მაინც აქვს და უკადრებელს მაინც არ იკადრებს