
ავტორი
Front News საქართველო
ახალი აეროპორტი იქნება გათვლილი 19 მლნ მგზავრზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, არსებული აეროპორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 4 მლნ მგზავრია, ახალი აეროპორტი კი 19 მლნ მგზავრზე იქნება გათვლილი.
“გადაწყვეტილება იქნა მიღებული ახალი აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. დღეის მდგომარეობით, აეროპორტის გამტარუნარიანობა არის 4 მლნ მგზავრი წელიწადში და ჩვენ გაანგარიშებული გვაქვს წლების განმავლობაში როგორ იქნება მგზავრთა ნაკადის ზრდა, მათ შორის, ტურისტული ნაკადების ზრდა და ჩვენ გვჭირდება ამ რესურსის არსებითად გაფართოება. ახალი აეროპორტი იქნება გათვლილი 19 მლნ მგზავრზე“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს