ირაკლი კობახიძე – ახალი აეროპორტის მშენებლობა ვფიქრობთ, რომ დაიწყება 2026 წლის აპრილში, 2028 წლის ბოლომდე მშენებლობის დასრულებაც არის აბსოლუტურად რეალური


ავტორი
Front News საქართველო
ახალი აეროპორტის მშენებლობა ვფიქრობთ, რომ დაიწყება 2026 წლის აპრილში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ახალი სტადიონის მშენებლობის დასრულება 2028 წლის ბოლომდე არის აბსოლუტურად რეალური.
“ახალი სტადიონის სავარაუდო ლოკაციებს ვერ დაგიკონკრეტებთ, დაახლოებით მიმართულებები შემიძლია გითხრათ, ეს არის აეროპორტის მიმართულება, ასევე ეს არის რუსთავის მიმართულება. ამ ორი მიმართულებით მიდის მსჯელობა. მას შემდეგ, რაც უკვე ჰოლანდიურ კომპანიასთან ერთად შეირჩევა კონკრეტული ლოკაცია, შეგვიძლია დავაზუსტოთ საზოგადოების წინაშე ეს ინფორმაცია. რაც შეეხება ვადებს, მოსამზადებელია კონცეფცია, ასევე არქიტექტურული პროექტი, ჩვენ ვვარაუდობთ მომავალი წლის აპრილში მშენებლობის დაწყებას. შესაბამისად, 2028 წლის ბოლომდე მშენებლობის დასრულებაც არის აბსოლუტურად რეალური. ბიუჯეტიც დაზუსტდება. ჩვენ გვაქვს წინასწარი გათვლები, მაგრამ მირჩევნია, დავაზუსტოთ ბიუჯეტი და ამის შემდეგ მოგცეთ კონკრეტული ინფორმაცია“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ ასევე ვგეგმავთ სერიოზული მსხვილი პროექტების დაწყებას, როგორიც არის ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება, წელსვე გვინდა, რომ დავიწყოთ მშენებლობა, შემოდგომაზე

ირაკლი კობახიძე – მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი

ირაკლი კობახიძე – აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის გზავნილები თავიდან ბოლომდე არის სრულ თანხვედრაში ჩვენს გზავნილებთან