ირაკლი კობახიძე – ახლა უკვე, როდესაც სალომე ზურაბიშვილი საბოლოოდ ტოვებს თანამდებობას, შეგვიძლია თანაგრძნობა გამოვხატოთ, მას აქვს მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა


ავტორი
Front News საქართველო
სალომე ზურაბიშვილს აქვს მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა, უკვე პირდაპირი გაგებით ორი პარასკევი დარჩა მას, ზუსტად ორ კვირაში ტარდება საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია და სალომე ზურაბიშვილს მოუწევს თანამდებობის დატოვება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, აგენტების ხვედრი არის ტრაგიკული და ამის მაგალითია არაერთი ქართველი პოლიტიკოსი.
“გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვიწევდა სალომე ზურაბიშვილთან ოპონირება, განსხვავებული ტიპის განცხადებები კეთდებოდა, ობიექტური შეფასებები მასთან დაკავშირებით. ახლა მე მინდა, სხვა რეჟიმში გითხრათ ერთი რამ – ეს არის უბრალოდ ტრაგიკული პიროვნება, მას მოუწია გარე ძალების სამსახურში შესვლა, წლებით ჯერ ადრე, თავის დროზე და ახლა უკვე მეორედ და ნებისმიერი აგენტის ხვედრი არის აბსოლუტურად ტრაგიკული. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია თანავუგრძნოთ ამ ადამიანს და ერთი მნიშვნელოვანი რამ არის, რაც ყველამ უნდა გაითვალისწინოს, ყველამ ვინც შეიძლება თეორიულად მაინც ფიქრობდეს ასეთ სამსახურში შესვლაზე, რომ აგენტები ყოველთვის ამთავრებენ ძალიან მძიმედ, ეს გამოჩნდა არაერთი ქართველი პოლიტიკოსის მაგალითზე. ხედავთ, სად არიან გახარია, ჩუგოშვილი და სხვები და იმავე გზას გაუყენეს ახლა სალომე ზურაბიშვილიც. ასეთი ადამიანების ცხოვრება და ხვედრი არის ტრაგიკული. შესაბამისად ახლა უკვე, როდესაც ის საბოლოოდ ტოვებს თანამდებობას, შეგვიძლია მხოლოდ და მხოლოდ თანაგრძნობა გამოვხატოთ მის მიმართ”, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს