ირაკლი კობახიძე - აქტიურად ვმუშაობთ სახელმძღვანელოების დახვეწაზე სკოლების დონეზეც

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ვმუშაობთ სახელმძღვანელოების დახვეწაზე სკოლების დონეზეც, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი შეფასებით, ეს ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა.
"ჩვენ ვმუშაობთ სახელმძღვანელოების დახვეწაზე სკოლების დონეზეც, რაც ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა. ამ მიმართულებითაც სერიოზული ხარვეზები გვაქვს. აქაც, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს იმისათვის, რომ ჩვენ მივიღოთ ახალი, ბევრად უფრო დახვეწილი სახელმძღვანელოები, რომლებიც იქნება დაფუძნებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტზე“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




