Logo

ირაკლი კობახიძე - აქტიური მუშაობა მიმდინარეობს უკანონო მიგრაციის აღმოსაფხვრელად

პოლიტიკა
317
Frontnews image description

ბოლო სამ თვეში, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა გააძევა ქვეყნიდან თითქმის იმდენივე უკანონო მიგრანტი, რამდენიც მთელი გასული წლის განმავლობაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს უკანონო მიგრაციის აღმოსაფხვრელად.

"აქტიური მუშაობა მიმდინარეობს უკანონო მიგრაციის აღმოსაფხვრელად. ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც აწუხებს ჩვენს საზოგადოებას. ბოლო სამ თვეში, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა გააძევა ქვეყნიდან თითქმის იმდენივე უკანონო მიგრანტი, რამდენიც მთელი გასული წლის განმავლობაში. ეს სტატისტიკაც მეტყველებს იმაზე, რომ ეფექტიანობის ხარისხი არის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული და შსს ბევრად უფრო ეფექტიანად მუშაობს ბოლო სამი თვის განმავლობაში ყველა მიმართულებით“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement