Logo

ირაკლი კობახიძე - "ალდე" იმაზე უფრო უნდა წუხდეს, რომ მისი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ტერორისტულ აქტს აწყობდა თბილისის ცენტრში, სასამართლოს შენობაში

პოლიტიკა
171
Frontnews image description

"ალდე“  იმაზე უფრო უნდა წუხდეს, რომ მისი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ტერორისტულ აქტს აწყობდა თბილისის ცენტრში, სასამართლოს შენობაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც "ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ (ALDE) განცხადებას ეხებოდა.

მისი თქმით, "ალდეს“ აქვს ყურადღების გადატანის მცდელობა იმ სიყალბის გამოყენებით, რომელიც გავრცელდა ერთ-ერთი „ფეიკ“ ტელევიზიის მხრიდან.

"ეს არის მარტივი, კოორდინირებული სქემა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ. მარტივი სიყალბე გაავრცელეს. „ალდე“  იმაზე უფრო უნდა წუხდეს, რომ მისი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ტერორისტულ აქტს აწყობდა თბილისის ცენტრში, სასამართლოს შენობაში. ამაზე უნდა წუხდეს „ალდე“ და ამ დროს, მათ აქვთ ყურადღების გადატანის მცდელობა იმ სიყალბის გამოყენებით, რომელიც გავრცელდა ერთ-ერთი „ფეიკ“ ტელევიზიის მხრიდან. ასე გაირკვა, რომ  „ფეიკ“ ტელევიზიამ გაავრცელა კონკრეტული ყალბი ინფორმაცია. "ალდე“ დღეს უნდა წუხდეს სწორედ ამაზე, რომ მისი წევრი, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ტერორისტულ აქტს აწყობდა ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში. ამაზე უნდა წუხდეს, თუმცა „ალდე“ ცდილობს, სიყალბეზე დაყრდნობით გადაიტანოს აქცენტები, რაც მეტყველებს იმ ტრაგიკულ მდგომარეობაზე, რომელიც კონკრეტულად ამ ევროპულ პარტიაშია შექმნილი“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები