ირაკლი კობახიძე ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა

ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე, ორი ქვეყნისა და ევროპის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა სამართლიანი დამოკიდებულების მნიშვნელობაზე, რაც წესებზე დაფუძნებული წესრიგის უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




