Logo

ირაკლი კობახიძე ალი ასადოვს შეხვდა

პოლიტიკა
216
Frontnews image description

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა, რომელიც საქართველოში თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში იმყოფება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და მჭიდრო კავშირების შემდგომ განვითარებას შეეხო.

"განიხილეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა და აზერბაიჯანიდან პირდაპირი ინვესტიციების განხორციელების პოტენციალი. ისაუბრეს საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივი რეგიონული  პროექტების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ არსებული რეგიონული პროექტები საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საიმედო სტრატეგიული პარტნიორობის ნათელი მაგალითია. ყურადღება დაეთმო დაკავშირებადობისა და შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობას და საქართველოს როლს ამ მიმართულებით.

ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანელ კოლეგას დაუდასტურა მზადყოფნა, საქართველოს მხრიდან გაგრძელდეს ძალისხმევა რეგიონში  მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშესაწყობად", - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

Advertisement