ირაკლი კობახიძე – ამ 12 წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით ძალიან დიდი წარმატების მოტანა ჩვენი ქვეყნისთვის


ავტორი
Front News საქართველო
12 წელია, ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, ამ 12 წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით ძალიან დიდი წარმატების მოტანა ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც დემოკრატიული განვითარების კუთხით, ასევე ადამიანის უფლებების და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო 4 წლის განმავლობაში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ წელიწადში შეადგინა 9,8%, რაც არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.
“გამოწვევები ნამდვილად ძალიან მსგავსი გვაქვს ჩვენ და აზერბაიჯანს. მე ვუსმენდი ყურადღებით პრეზიდენტ ალიევის გამოსვლას COP-ზე. ის საუბრობდა იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც არის აზერბაიჯანი და პრაქტიკულად, იდენტურია, ძალიან მსგავსია გამოწვევები, რომლის წინაშეც ვართ ჩვენ, საქართველო. თუმცა გამოცდილება დაუგროვდა ჩვენს გუნდს მთელი ამ წლების განმავლობაში. უკვე 12 წელია, ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, ამ 12 წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით ძალიან დიდი წარმატების მოტანა ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც დემოკრატიული განვითარების კუთხით, ასევე ადამიანის უფლებების და ეკონომიკური განვითარების კუთხით გვაქვს ძალიან სერიოზული წინსვლა. ბოლო 4 წლის განმავლობაში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ წელიწადში ჩვენს ქვეყანაში შეადგინა 9,8%, რაც არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ეს არის რა თქმა უნდა, იმის დამსახურება, რომ გუნდი არის გამოცდილი, გვაქვს ძალიან კარგი მენეჯმენტი და მაქსიმალურად ვიზრუნებთ მომავალშიც იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს