ირაკლი კობახიძე - ამ ადამიანების გულწრფელობაში ჩვენ გვეპარება ეჭვი, მაგრამ დემოკრატიაა და მათი უფლებაა, გამართონ მარში


ავტორი
Front News საქართველო
ოპოზიციის მხრიდან დაგეგმილია მარში ევროპის დღესთან დაკავშირებით, საქართველო არის დემოკრატია, შეუძლიათ, გამართონ ნებისმიერი მარში, მაგრამ ზუსტად ეს ოპოზიცია უპირისპირდებოდა საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ისინი პირდაპირ აგიტაციას აწარმოებდნენ იმის წინააღმდეგ, რომ საქართველოს მიეღო კანდიდატის სტატუსი.
"მათ გულწრფელობაში ბუნებრივია, ეჭვი გვეპარება. ზუსტად ეს ოპოზიცია იყო ის, რომელიც პირდაპირ უპირისპირდებოდა საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას. ისინი პირდაპირ აგიტაციას აწარმოებდნენ იმის წინააღმდეგ, რომ საქართველოს მიეღო კანდიდატის სტატუსი. მათ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გამოუცხადეს ბოიკოტი იმ სამუშაო ჯგუფებს, რომელთა მუშაობის შედეგად, ჩვენ უნდა მიგვეღო 2023 წელს კანდიდატის სტატუსი, ამიტომ ამ ადამიანების გულწრფელობაში ჩვენ გვეპარება ეჭვი, მაგრამ დემოკრატიაა და მათი უფლებაა, გამართონ მარში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე