ირაკლი კობახიძე - ამ არჩევნების შედარება აქტიურობის კუთხით 2021 წლის არჩევნებთან არ არის რელევანტური, ამიტომ ჩვენ ვადარებთ 2014 და 2017 წლის აქტივობას


ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განმარტა, თუ რატომ ხდება 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველთა აქტიურობის შედარება სწორედ 2014 და 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან და არა 2021 წლის.
მისი განცხადებით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო სპეციფიური, რამდენადაც ის თავისი მნიშვნელობით გათანაბრებული იყო საპარლამენტო არჩევნებთან ე.წ მიშლენის ხელშეკრულების თანახმად, შესაბამისად დღევანდელი არჩევნების შეადრება ხდება სტანდარტულად ჩატარებულ 2014 და 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან.
"ჩვენ ვადარებთ ორ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს და მის აქტივობას, 2021 წელი გახსოვთ, რომ იყო სპეციფიური, რომელიც გაუთანაბრეს საპარლამენტო არჩევნებს გამომდინარე იქიდან, რომ დაწესებული იყო 43%-იანი საარჩევნო ბარიერი. 43 %-ის ვერ მიღების შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ გახსოვთ ე.წ მიშლენის შეთანხმების თანახმად უნდა დაენიშნა რიგ გარეშე საპარლამენტო არჩევნები, აქედან გამომდინარე იყო განსხვავებული კონტექსტი რა პირობებში ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021 წელს, შესაბამისად ამ არჩევნების შედარება აქტიურობის კუთხით 2021 წლის არჩევნებთან არ არის რელევანტური, შესაბამისად ჩვენ ვადარებთ ამ არჩევნებს, სწორედ 2014 და 2017 წლის სტანდარტულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და იქ დაფიქსირებულ აქტივობას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს