
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ დღევანდელი მოცემულობით გვაქვს, დაახლოებით, 60% მაჩვენებელი. ასეთ ვითარებაში, როგორც არ უნდა გაერთიანდეს რომელიმე ოპოზიციური პარტია სხვა პარტიებთან, რა თქმა უნდა, საერთო კონფიგურაცია ვერ შეიცვლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, საერთო კონფიგურაცია არის ის, რომ ამ არჩევნებს ძალიან მძიმედ წააგებს კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა”.
“ისინი ხედავენ, რომ ცალკე აღებული პოლიტიკური პარტიები ვერ ახერხებენ ბარიერის გადალახვას და აქედან გამომდინარე, იმისათვის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საბოლოო ჯამში მოახერხოს რაღაცნაირად მეტი დეპუტატის გარშემო ოპოზიციური ერთობის შეკვრა, მის ინტერესშია, რომ შედარებით მეტმა „ნაციონალური მოძრაობის“ ფილიალმა გადალახოს ბარიერი. ამიტომ მოუწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე სხვა ნაციონალებს, როგორიც არიან ხაზარაძე, გახარია და სხვები, რომ გაერთიანდნენ. მათ სურთ, რომ მინიმუმ 40-50 დეპუტატით იყოს წარმოდგენილი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში. ამისათვის სჭირდებათ მათ იმ პოლიტიკური პარტიების გაერთიანება, რომლებიც დღევანდელი მდგომარეობით ვერ ლახავენ 5%-იან ბარიერს.
ეს რეალურად ერთადერთ რამეს ცვლის, რომ ოპოზიცია პარლამენტში იქნება წარმოდგენილი 40-ის მაგივრად 45 ან 50 დეპუტატით. ეს არის ერთადერთი განსხვავება. ჩვენ დღევანდელი მოცემულობით გვაქვს, დაახლოებით, 60% მაჩვენებელი. ასეთ ვითარებაში, როგორც არ უნდა გაერთიანდეს რომელიმე ოპოზიციური პარტია სხვა პარტიებთან, რა თქმა უნდა, საერთო კონფიგურაცია ვერ შეიცვლება და საერთო კონფიგურაცია არის ის, რომ ამ არჩევნებს ძალიან მძიმედ წააგებს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს