
ავტორი
Front News საქართველო
გიორგი გახარიამ რა მოაწყო, დღემდე ვერ გავიგე, ერთი, ბუჩუკური მოაწყო პარლამენტში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
პარლამენტში გამოსვლისას კობახიძემ ოპოზიციის განცხადებები შეაფასა.
“მადლობას გადავუხდი ყველა იმ დეპუტატს, მათ შორის ოპოზიციიდან, რომლებიც საქმიანად მიუდგნენ ამ განხილვას. თუმცა, იყო არასაქმიანი ნაწილიც ამ დისკუსიაში. თქვენ მოისმინეთ ვაშაძის, ბოკუჩავას გამოსვლები. იყო ტრადიციულად „ლელო“ და ასევე ტრადიციულად იყვნენ ნორჩი გახარიელები. ადრე არსებობდნენ ნორჩი ლენინელები, ლენინმა ოქტომბრის რევოლუცია მაინც მოაწყო, ამ კაცმა რა მოაწყო, დღემდე ვერ გავიგე, ბუჩუკური მოაწყო პარლამენტში“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს