
ავტორი
Front News საქართველო
როდესაც ევროპული ქვეყნის ელჩს უწევს მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების ხელყოფის „გაპრავება“, ეს უკვე ტრაგიკულობის ხარისხზე მეტყველებს, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაში ჩაიყენეს თავი კონკრეტული ევროპული ქვეყნების ელჩებმა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, გერმანიის ელჩთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მისი თქმით, მას გასდის ვადა ივნისში ასე დასრულდება მისი არც თუ სასახელო დიპლომატიური კარიერა.
"მისი მდგომარეობა არის ტრაგიკული, ყულევთან და „იმედთან“ დაკავშირებით მისი განცხადება ამის დასტურია. როდესაც ევროპული ქვეყნის ელჩს უწევს მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების ხელყოფის „გაპრავება“, ეს უკვე ტრაგიკულობის ხარისხზე მეტყველებს, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაში ჩაიყენეს თავი კონკრეტული ევროპული ქვეყნების ელჩებმა. ეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობა. ამ კაცს გასდის ვადა ივნისში და საბოლოო ჯამში, ასე დასრულდება მისი არც თუ სასახელო დიპლომატიური კარიერა“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს