
ავტორი
Front News საქართველო
მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ჰქონდა ფსიქოლოგიური პრობლემები, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.
“რაზეა ეს კაცი დაჭერილი – ერთი ის, რომ ხელი დააფარა გირგვლიანის მკვლელებს, მე მგონია, ფსიქიკური პრობლემები თუ არ გაქვს, ფსიქოლოგიური მაინც, ამას არ გააკეთებ. ვალერი გელაშვილის წამება – ფსიქიკური პრობლემები თუ არ გაქვს, ამას არ გააკეთებ.
ამ კაცს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა ყოველთვის, ამის შედეგი იყო სწორედ გირგვლიანის მკვლელების ანგარებით შეწყალება, ამის შედეგი იყო ასეულობით პატიმრის მკვლელობა, გაუპატიურება და არაადამიანური მოპყრობა, ვალერი გელაშვილის წამება და ა.შ. ეს ყველაფერი მისი ფსიქოლოგიური პრობლემების შედეგი იყო,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს