ირაკლი კობახიძე - ამ ქვეყანაში ყველა უნდა შეეგუოს, რომ ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო, მოქმედებს სამართლის უზენაესობა, არღვევ კანონს, მიიღებ რეაქციას


ავტორი
Front News საქართველო
ყველამ გაიგო, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, აქ მოქმედებს სამართლის უზენაესობა, არღვევ კანონს, მიიღებ რეაქციას, ეს არის და ეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში ყველა უნდა შეეგუოს, რომ ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო.
"სამართლის უზენაესობის გარეშე სახელმწიფო ვერ შედგება. ჩვენ გვქონდა გამოწვევები ამ კუთხით გასული წლების განმავლობაში, გვიჭირდა, ზოგიერთ შემთხვევაში, კანონის სრულფასოვნად ამოქმედება, დღეს არის სხვა მდგომარეობა. დღეს დაუშვებელია ყოველგვარი კომპრომისი სამართლის უზენაესობასთან დაკავშირებით. სამართალი უნდა მოქმედებდეს ბოლომდე იმისათვის, რომ იყოს დაცული სახელმწიფოს, ქვეყნის და ხალხის ინტერესები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს