Logo

ირაკლი კობახიძე – ამ ორგანიზაციას სინამდვილეში უნდა ერქვას ნაციონალური ბუნდოვანება

პოლიტიკა
1197
Frontnews image description

რასაც თვითონ ცოტა ხნის წინ გაურბოდნენ, ახლა იმას ითხოვენ საჯარო მოსამსახურეებისგან. ეს არის ორმაგი სტანდარტი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ  “საერთაშორისო გამჭვირვალობის“ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

მისი თქმით, “მათ რუსულ კანონპროექტს მმართველი გუნდის მხრიდან მხარდაჭერა არ ექნება”.

 

“საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ დააინიცირა რუსული კანონი, რომელიც ითვალისწინებს საჯარო მოხელეების გამჭვირვალობის სტანდარტის ამაღლებას. გახსოვთ, რომ თავის დროზე იყო პარლამენტში დაინიცირებული კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა “ენჯეობის“ გამჭვირვალებას, მათ უნდა გამოექვეყნებინათ მხოლოდ და მხოლოდ წლიური ფინანსური დეკლარაციები და ამას უწოდეს რუსული კანონი. რასაც თვითონ ცოტა ხნის წინ გაურბოდნენ, ახლა იმას ითხოვენ საჯარო მოსამსახურეებისგან. ეს არის ორმაგი სტანდარტი, რა თქმა უნდა, მათ რუსულ კანონს ვერ ექნება ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა. 

 

“საერთაშორისო გამჭვირვალობისთვის” გამჭვირვალობა არის მიუღებელი. ამ ორგანიზაციას სინამდვილეში უნდა ერქვას არა საერთაშორისო გამჭვირვალობა, არამედ ნაციონალური ბუნდოვანება, იმის საპირისპიროა, რაც მის სათაურშია გამოხატული“, – განაცხადა კობახიძემ

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები