Logo

ირაკლი კობახიძე – ამ ყველაფრის უკან იდგა არა კომერციული, არამედ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ინტერესები

პოლიტიკა
30.12.2024 / 11:54
Frontnews image description

“კრედიტ სუისსის” საქმის პირდაპირ მოხსენიებამ სანქციების დოკუმენტში დაადასტურა, რომ სინამდვილეში “კრედიტ სუისსის” დავა იყო არა კომერციული დავა, არამედ ეს იყო წმინდა წყლის პოლიტიკური საკითხი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, კომერციული გადმოსახედიდან „კრედიტ სუისს” საერთოდ არ აწყობდა ამ დავის წარმოება, თუმცა ეს იყო წმინდა პოლიტიკური საკითხი, იყო პოლიტიკური გავლენა „კრედიტ სუისის” მენეჯმენტზე და სწორედ, ამან განაპირობა ამ საქმის ასეთი სახით წარმართვა.

“ეს არის ყველაზე საინტერესო, ჩვენ რამდენიმე თვის წინ გვარწმუნებდნენ, რომ „კრედიტ სუისსთან” დავა იყო წმინდა კომერციული დავა, ამას არავითარი კავშირი არ ჰქონდა პოლიტიკასთან, როდესაც ჩვენ გვქონდა სრულიად განსხვავებული რწმენა და შეფასება, საბოლოო ჯამში, „კრედიტ სუისის” საქმის პირდაპირ მოხსენიებამ სანქციების დოკუმენტში დაადასტურა, რომ სინამდვილეში „კრედიტ სუისის“ დავა იყო არა კომერციული დავა, არამედ ეს იყო წმინდა წყლის პოლიტიკური საკითხი. ეს თემა აქტუალური გახდა, როგორც მოგეხსენებათ, 2008 წლიდან, ბიძინა ივანიშვილის ანგარიშის ძარცვის საქმე დაიწყო 2008 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ყოველგვარ კომუნიკაციაზე უთხრა უარი მიხეილ სააკაშვილს, როგორც ჩანს, ამას არ აპატიეს აგენტთან კომუნიკაციის შეწყვეტა, ამის მერე იწყება ანგარიშის ძარცვის საქმე და გრძელდება ამდენი წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს არავითარ შემთხვევაში არ არის კომერციული დავა.

უფრო მეტიც, როდესაც „კრედიტ სუისსი” ამ დავით ბოლომდე ინადგურებს საკუთარ რეპუტაციას და ამ წლების განმავლობაში, 2008 წლიდან დღემდე, დაახლოებით 100-ჯერ არის გაუფასურებული „კრედიტ სუისსის” აქციები, ჩანს, რომ აქ არ არის კომერციული ინტერესი. პირიქით, კომერციული გადმოსახედიდან „კრედიტ სუისს” საერთოდ არ აწყობდა ამ დავის წარმოება, თუმცა ეს იყო წმინდა პოლიტიკური საკითხი, იყო პოლიტიკური გავლენა „კრედიტ სუისსის” მენეჯმენტზე და სწორედ, ამან განაპირობა ამ საქმის ასეთი სახით წარმართვა. დღეს უკვე ეს საქმე პირდაპირი ჩანაწერით აისახა სანქციების დოკუმენტში, რითაც საბოლოოდ, უკვე ფორმალურადაც დადასტურდა, რომ ამ ყველაფრის უკან იდგა არა კომერციული, არამედ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ინტერესები. დანარჩენზე საზოგადოება გამოიტანს დასკვნას”, – განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები