ირაკლი კობახიძე – ამ რთულ დროს საქართველო ესპანეთს სოლიდარობას უცხადებს


ავტორი
Front News საქართველო
მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობების გამო, რომელმაც შეიწირა ადამიანთა სიცოცხლე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობების გამო, რომელმაც შეიწირა ადამიანთა სიცოცხლე. ჩვენი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებთან და დაზარალებულებთან არის.
სრული მხარდაჭერა მინდა გამოვუცხადო ესპანეთის პრემიერ-მინისტრს პედრო სანჩესს, ხოლო მამაც ესპანელ ხალხს ვუსურვებ ერთობასა და გამძლეობას. ამ რთულ დროს საქართველო ესპანეთს სოლიდარობას უცხადებს”, – წერს კობახიძე.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს