
ავტორი
Front News საქართველო
ამ საპარლამენტო არჩევნებში ჩვენი გამარჯვება არის გარდაუვალი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
“2024 წელს ჩვენი ამოცანა არის ქვეყნის შემდგომი წინსვლა. მნიშვნელოვანი წელი იქნება, მათ შორის იმ კუთხით, რომ იქნება საპარლამენტო არჩევნები. დარწმუნებული ვართ, ქვეყანა შეინარჩუნებს მშვიდობას, ექნება წინსვლა. ამაზე ვართ პასუხისმგებელი და მომავალ წელსაც ამ პასუხისმგებლობით ვიმოქმედებთ.
ამ საპარლამენტო არჩევნებში ჩვენი გამარჯვება არის გარდაუვალი. ჩვენი მაჩვენებელი დღეს არის, დაახლოებით, 60 პროცენტამდე. აქედან გამომდინარე, ოპოზიციას არ აქვს არავითარი შანსი, ამ არჩევნებში რაიმე წარმატებას მიაღწიოს. ეს ყველაფერი თვითონ შექმნეს“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს