
ავტორი
Front News საქართველო
ძალიან კარგია, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიდგომა თვისებრივად განსხვავდება იმ მიდგომისგან, რომელსაც ავლენდა წინა ადმინისტრაცია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ეს ყველაფერი იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს.
"2020 და 2024 წელი რომ გავიხსენოთ, მაშინ პირიქით, სწორედ ყოფილი ადმინისტრაცია უწყობდა ხელს საბოტაჟს, ბოიკოტს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. ახლა ხედავთ, რომ ეს მიდგომა არის შეცვლილი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ყველაფერი გვაიმედებს და გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს იმასთან დაკავშირებით, რომ შევძლებთ გადავხედოთ ჩვენს პარტნიორობას და აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით, რასთან დაკავშირებითაც ჩვენი მხრიდან არაერთხელ გაკეთდა შეთავაზება“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს