
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Amidi Group-ის დამფუძნებელ საიდ ამიდს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და სხვადასხვა მიმართულებით ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს შეეხო. ხაზი გაესვა საქართველოს წამყვან პოზიციებს საერთაშორისო რეიტინგებში.
“შეხვედრაზე ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის საკითხზე და ამ პროცესში Amidi Group-ის შესაძლო ჩართულობის შესახებ იმსჯელეს.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის ფუნქციაზე. ამ კონტექსტში საუბარი შეეხო შუა დერეფნის ინიციატივას და ამ პროექტში საქართველოს მნიშვნელოვან როლს.
ისაუბრეს საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით IT ტექნოლოგიების სფეროში განხორციელებულ პროექტებზე და ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებულ პოტენციალზე.
Amidi Group უძრავი ქონებისა და IT ტექნოლოგიების სფეროში ოპერირებს და მისი აქტივები ორ მილიარდ დოლარს შეადგენს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს