Logo

ირაკლი კობახიძე - ანაკლიის პორტი ყველა შემთხვევაში აშენდება სათანადო ვადებში და მოემსახურება ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის შემდგომ განვითარებას

პოლიტიკა
248
Frontnews image description

ანაკლიის პორტი ყველა შემთხვევაში აშენდება, აშენდება სათანადო ვადებში და მოემსახურება ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის შემდგომ განვითარებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მთავრობა კონცენტრირებულია ინვესტორებთან მოლაპარაკებებზე.

"ჩვენ კონცენტრირებული ვართ ინვესტორზე. მთავარი არის ის, რომ ანაკლიის პორტი აშენდება და სახელმწიფო მიიღებს მაქსიმალურ მოგებას ამ პროექტიდან. დანარჩენი დეტალები დაზუსტდება მოგვიანებით. ჩვენ კონცენტრირებულები ვართ ინვესტორებთან მოლაპარაკებებზე. ანაკლიის პორტი ყველა შემთხვევაში აშენდება, აშენდება სათანადო ვადებში და მოემსახურება ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის შემდგომ განვითარებას“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები