ირაკლი კობახიძე - ანალიტიკურ მუშაობას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა და სწორედ, ეს მნიშვნელოვანი მისია ჩაბარდება ბატონ ანრი ოხანაშვილს


ავტორი
Front News საქართველო
ანრი ოხანაშვილი დაიკავებს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ანრი ოხანაშვილმა ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობა გასწია სუსში, მიუხედავად იმისა, რომ მცირე ხნით იკავებდა იგი სუსის ხელმძღვანელის თანამდებობას.
ირაკლი კობახიძემ ანრი ოხანაშვილს მადლობა გადაუხადა ყველა იმ საქმისთვის, რომელიც ემსახურებოდა ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებას.
"სუსის ხელმძღვანელმა, ბატონმა ანრი ოხანაშვილმა დატოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა. მე მინდა, მას, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო. მიუხედავად იმისა, რომ ის მცირე დროით ახორციელებდა სამსახურის უფროსის მოვალეობას, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა სამსახურში, რაშიც მას, პირადად, განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის და მადლობა ანრი ოხანაშვილს ყველა იმ საქმისთვის, რომელიც ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებას“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი მეთაურის თქმით, დღეს არსებული ვითარების გათვალისწინებით, ანალიტიკურ საქმიანობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და ანრი ოხანაშვილს, სწორედ, ეს უმნიშვნელოვანესი მისია ჩაბარდება.
"ანრი ოხანაშვილი დაიკავებს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. როგორც მოგეხსენებათ, გამოწვევები საკმაოდ ბევრია ჩვენი ქვეყნის წინაშე, საკმაოდ რთული, კომპლექსური ვითარებაა ჩვენს გარშემო. არის გამოწვევები, რაც არის დაკავშირებული, მათ შორის, აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობებთან, ასევე რეგიონში არის საკმაოდ კომპლექსური ვითარება. ასეთ პირობებში, ამ საკითხებზე ანალიტიკურ მუშაობას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა და სწორედ, ეს მნიშვნელოვანი მისია ჩაბარდება ბატონ ანრი ოხანაშვილს, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრის მრჩევლის რანგში აწარმოებს, სწორედ, ასეთ ანალიტიკურ სამუშაოს. მიზანი იქნება ინფორმაციის დამუშავება და ამის საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე", - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს