Logo

ირაკლი კობახიძე - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაზე უკვე 18 800-ზე მეტ კურსდამთავრებულს აქვს შემოტანილი განაცხადი

პოლიტიკა
237
Frontnews image description

ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაზე უკვე 18 800-ზე მეტ კურსდამთავრებულს აქვს შემოტანილი განაცხადი, დარწმუნებული ვარ, წელს ეს პროექტი კიდევ უფრო მეტი წარმატებით განხორციელდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, კურსდამთავრებულებისთვის შარშან საპილოტე რეჟიმში წარმატებით განხორციელდა ანაზღაურებადი სტაჟირების პროექტი.

"გამოცხადდა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა. მთლიანობაში არის გამოცხადებული 3 147 ვაკანსია და ინტერესი არის ძალიან მაღალი. უკვე 18 800-ზე მეტ კურსდამთავრებულს აქვს შემოტანილი განაცხადი. დარწმუნებული ვარ, წელს ეს პროექტი კიდევ უფრო მეტი წარმატებით განხორციელდება. თითოეულ სტაჟიორს მინდა, წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement