Logo

ირაკლი კობახიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ახლად არჩეულ თავმჯდომარეს შეხვდა

პოლიტიკა
472
Frontnews image description

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ახლად არჩეულ თავმჯდომარეს გიორგი ჯინჭარაძეს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალმა თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრს უახლოესი პერიოდის გეგმები და პრიორიტეტები გააცნო. პრემიერ-მინისტრმა გიორგი ჯინჭარაძეს თანამდებობაზე დამტკიცება მიულოცა, წარმატება უსურვა და მხარდაჭერა აღუთქვა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები