
ავტორი
Front News საქართველო
ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ აქტს, რომელსაც ჰქვია „მეგობარი აქტი“, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვუწოდებთ ჩვენ მეგობრულს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძეს კითხვა დაუსვეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ „მეგობარ აქტზე“, რაზეც პრემიერმა აღნიშნა, რომ არამეგობრულ აქტს ეწოდება მეგობარი აქტი.
“ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ აქტს, რომელსაც ჰქვია „მეგობარი აქტი“, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვუწოდებთ ჩვენ მეგობრულს. არამეგობრულ აქტს ეწოდება მეგობარი აქტი. ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ სერიოზულად არის საჭირო ურთიერთობების გადახედვა. ასეთი ნაბიჯები, რა თქმა უნდა, ხელს ვერ შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას ორ ქვეყანას შორის. იმედი მაქვს, რომ მომავალში სხვა მიმართულებით განვითარდება პროცესები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს