ირაკლი კობახიძე - არ ეშვება კოლექტიური ბიუროკრატია ბრიუსელში იმაზე ფიქრს, რომ რამენაირად დააბრუნონ რადიკალური ოპოზიცია ხელისუფლებაში

ავტორი
Front News საქართველო
დღეს, ძალიან რთულია, ბუნებრივია, ამ ურთიერთობებში გარდატეხის შეტანა, თქვენ ხედავთ, რომ არ ეშვება კოლექტიური ბიუროკრატია ბრიუსელში იმაზე ფიქრს, რომ რამენაირად დააბრუნონ რადიკალური ოპოზიცია ხელისუფლებაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ შეიცვლება ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ.
"ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია რაიმე გარდატეხაზე ფიქრიც კი. თუმცა, ჩვენ დაველოდებით მოვლენების განვითარებას. იმედი გვაქვს, რომ მომავალში მაინც შეიცვლება ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნება გარდატეხის შეტანა ურთიერთობებში“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


