
ავტორი
Front News საქართველო
ძალადობა არის მიუღებელი, მაგრამ ასევე ყველას უნდა მოვუწოდოთ, ნუ შეუწყობენ ხელს საზოგადოებაში შუღლის გაღვივებას, არ შეიძლება ადამიანი, რომელიც თან პროფესორის სტატუსით სარგებლობს, გამოდიოდეს და ლანძღავდეს ჩვენს მეფეებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ლევან ბერძენიშვილისთვის კვერცხების სროლის შესახებ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ძალადობა არის მიუღებელი.
“ძალადობასთან თუ გვაქვს საქმე, ძალადობა არის მიუღებელი. ერთი რამ მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორე, რომ არიან საქართველოში ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ პოლარიზაციისთვის, რადიკალიზმის გაღვივებისთვის, აგრესიის დათესვისთვის და ასევე პირდაპირ უპირისპირდებიან ყველაფერს, რაც უკავშირდება ჩვენს ეროვნულ იდენტობას, პირდაპირ ებრძვიან ეკლესიას, პატრიარქს, პირდაპირ ჩართული არიან მიუღებელ აგიტაცია, ებრძვიან ჩვენ 250 წლის წინ გარდაცვლილ გმირ მეფეებს და ა.შ. არ შეიძლება ასე საზოგადოებაში შუღლის გაღვივება, ეს არ არის სწორი. ძალადობა არის მიუღებელი, მაგრამ ასევე ყველას უნდა მოვუწოდოთ, ნუ შეუწყობენ ხელს საზოგადოებაში შუღლის გაღვივებას, არ შეიძლება, ადამიანი, რომელიც თან პროფესორის სტატუსით სარგებლობს, გამოდიოდეს და ლანძღავდეს ჩვენს მეფეებს, ერეკლე მეორე, დავით აღმაშენებელი გალანძღა.
ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელი. რაც შეეხება შუღლის გაღვივებას, ესეც არის მიუღებელი და იმედი მაქვს, რომ პოლარიზაციის, რადიკალიზმის გაღვივება არ მოხდება მომავალში, ეს არის ჩემი დამოკიდებულება და პოზიცია“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს