
ავტორი
Front News საქართველო
გამჭვირვალობას არ აქვს ალტერნატივა, არ შეიძლება ჩვენს ქვეყანაში ვიღაცამ გაუმჭვირვალედ სცადოს რევოლუციის მოწყობა, რევოლუციის დაფინანსება, ეს არ არის სწორი პრაქტიკა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბახმაროში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც NED-ის მიერ, არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ჩარევას შეეხებოდა.
მისივე თქმით, ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს ყველაფერი იმ ფინანსებთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაში შემოდის და სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა „გამჭვირვალობის კანონის“ მიღება.
“მე არ მინდა, რომელიმე კონკრეტულ უცხოურ ორგანიზაციაზე ვისაუბრო ნეგატიური ფორმით, თუმცა გამჭვირვალობა არის მთავარი. ჩვენ არავის ვუზღუდავთ დაფინანსებას, შეუძლიათ ვიღაცებს, თუნდაც, რევოლუციური პროცესები დააფინანსონ ჩვენს ქვეყანაში, მთავარია, რომ დაფინანსება იყოს გამჭვირვალე იმისათვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრულ ინფორმაცია უცხოურ გავლენასთან დაკავშირებით. სწორედ, ამისათვის იქნა მიღებული კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“. გამჭვირვალობას არ აქვს ალტერნატივა, არ შეიძლება ჩვენს ქვეყანაში ვიღაცამ გაუმჭვირვალედ სცადოს რევოლუციის მოწყობა, რევოლუციის დაფინანსება, ეს არ არის სწორი პრაქტიკა. ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს ყველაფერი იმ ფინანსებთან დაკავშირებით, რომელიც შემოდის ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ჩვენთვის მთავარი და სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა „გამჭვირვალობის კანონის“ მიღება“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს