ირაკლი კობახიძე - არ შეიძლება, საზღვარგარეთიდან ფინანსდებოდეს პოლიტიკა საქართველოში


ავტორი
Front News საქართველო
არ შეიძლება, საზღვარგარეთიდან ფინანსდებოდეს პოლიტიკა საქართველოში, ეს არის კონსტიტუციური სტანდარტი არამარტო საქართველოში, არამედ ნებისმიერი დემოკრატიულ ქვეყანაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, გამოძიება დაინტერესდეს ყველა ფაქტით, რომელიც უკავშირდება გარე დაფინანსებით პოლიტიკურ, დემოკრატიულ, საარჩევნო პროცესებში ჩარევას და რადიკალიზმის მხარდაჭერას საქართველოში.
"იცით, რომ წლების განმავლობაში „ენჯეოები“ ფინანსდებოდნენ გარედან და ისინი ამ წლების განმავლობაში იყვნენ ჩართული რევოლუციურ, რადიკალურ პროცესებში და ისინი პირდაპირ იყვნენ შერწყმული კოლექტიურ "ნაცმოძრაობასთან“, რადიკალურ ოპოზიციასთან. ამისთვის ისინი იყენებდნენ პოლიტიკური მიზნებისთვის უცხოურ დაფინანსებას. არ შეიძლება, საზღვარგარეთიდან ფინანსდებოდეს პოლიტიკა საქართველოში, ეს არის კონსტიტუციური სტანდარტი არამარტო საქართველოში, არამედ ნებისმიერი დემოკრატიულ ქვეყანაში, აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, გამოძიება დაინტერესდეს ყველა ფაქტით, რომელიც უკავშირდება გარე დაფინანსებით პოლიტიკურ, დემოკრატიულ, საარჩევნო პროცესებში ჩარევას და მით უმეტეს, რომელიც უკავშირდება გარე დაფინანსებით რადიკალიზმის მხარდაჭერას საქართველოში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს