Logo

ირაკლი კობახიძე - არ ვაპირებთ გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონმდებლობის გადახედვას

პოლიტიკა
116
Frontnews image description

არ ვაპირებთ გამჭვირვალობის შესახებ და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონმდებლობის გადახედვას, გამომდინარე იქიდან, რომ კრიტიკა არ ეფუძნება არავითარ არგუმენტებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშში არის საკითხები, რომლებიც სიცრუეზეა დაფუძნებული.

"როცა საქმე ეხება არჩევნებში გამოვლენილ პრაქტიკულ ხარვეზებს, ამაზე ბუნებრივია, მუდმივად უნდა გაგრძელდეს მუშაობა. რაც შეეხება გადაცდომების პრევენციას, ესეც არის ის, რაზეც მუდმივად უნდა ვიმუშაოთ. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რომლის მიხედვითაც ვიმოქმედებთ. რაც შეეხება სხვა საკითხებს, რომლებიც დაფუძნებულია სიცრუეზე, მაგალითად, ტერმინი წამება გამოიყენება, როდესაც თავადვე აცხადებს ავტორი, რომ წამება არსად არ დაუდგენია. საუბარია იგივე კამიტზე და ა.შ. ამას არავითარი ფასი არ აქვს. რაც შეეხება კანონმდებლობას გამჭვირვალობის შესახებ, ოჯახური ღირებულებების შესახებ, ბუნებრივია, აქაც არ ვაპირებთ კანონმდებლობის გადახედვას, გამომდინარე იქიდან, რომ კრიტიკა არ ეფუძნება არავითარ არგუმენტებს. საერთოდ არ არის ასეთი არგუმენტები წარმოდგენილი, იგივე ეხება სხვა პუნქტებსაც, მედიის სუბიექტურობას, შეკრების ნაწილში შემოღებულ რეგულაციებს და ა.შ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები