
ავტორი
Front News საქართველო
ზოგიერთი ადამიანის გადმოსახედიდან გარკვეული პრივილეგიები, მათ შორის ვიზიტები განიხილება, როგორც სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევის ინსტრუმენტი, რაც არის ძალიან ცუდი პრაქტიკა. ეს პრაქტიკა უნდა აღიკვეთოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, არ არის კარგი, როცა გარკვეული ტიპის პრივილეგიები გამოიყენება სასამართლო დამოუკიდებლობაში ჩარევის მიზნით.
“არ ვარგა, როცა გარკვეული ტიპის პრივილეგიები გამოიყენება სასამართლო დამოუკიდებლობაში ჩარევის მიზნით. თქვენ გახსოვთ მოსამართლე ჩხიკვაძის საქმე, როდესაც მას მოსთხოვეს ანგარიში კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და შემდეგ გაუუქმეს ვიზიტი ერთ-ერთ სახელმწიფოში. ამ კონკრეტული ფაქტიდან ჩანს, რომ ვიღაცების გადმოსახედიდან გარკვეული პრივილეგიები, მათ შორის ვიზიტები განიხილება, როგორც სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევის ინსტრუმენტი, რაც არის ძალიან ცუდი პრაქტიკა. ეს პრაქტიკა უნდა აღიკვეთოს“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს